22:23 - 13 Aug, 2026
|
2016-07-12 17:34:33, 966 ნახვა
რეგიონი
ხელვაჩაურში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე და მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის კერას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჯოჭოში გაეცნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ლოკაციაზე დაზიანებულია სოფელში ასასვლელი გზის მონაკვეთი და ლეონიძეების ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი. აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ,,ამ კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება ზარალის ზუსტი ოდენობა. ჩვენ აღვნუსხეთ თითოეული ოჯახი და პირადად გავეცანით მათ მდგომარეობას. ყველა დაზარალებულ ოჯახს აუნაზღაურდება ზარალი", - აღნიშნა გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)