16:34 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 16:21:07, 1065 ნახვა

სამართალი
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის დანერგვისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

იუსტიციის მინისტრმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებთან შეხვედრა უზენაეს სასამართლოში გაიმართა. 

ახალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სამუშაო ჯგუფი, პირველ რიგში, საერთო სასამართლოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უკვე არსებულ სისტემებს შეისწავლის. ჯგუფი საჭიროებებს გააანალიზებს და ერთ-ერთ საპილოტე სასამართლოში დანერგავს ელექტრონული წესით საქმეების განაწილების პრინციპს.
სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილება მართლმსაჯულების სისტემაში გამორიცხავს ყველანაირ კორუფციას და  პიროვნულ  მიდგომებს, თავმჯდომარეების მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტას − ვის დააკისრონ ესა თუ ის კომპლექსური ან პოლიტიკურად სენსიტიური საქმე  განსახილველად. 

იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა IT-ჯგუფი, რომელიც სასამართლოსთან ერთად იმუშავებს საქმეების ელექტრონული განაწილების პროგრამაზე. პროგრამა მართლმსაჯულების სისტემაში მომავალი წლიდან დაინერგება, როგორც ამას მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა ითვალისწინებს, და ის უსაფრთხოების მექანიზმების ჩათვლით მართვაში მართლმსაჯულების სისტემას გადაეცემა. 

(ns)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics