|
2016-07-11 19:04:03, 1065 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებისათვის ამერიკელი დიპლომატი სემინარს გამართავს
12-13 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით დაგეგმილია ქართული ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებისთვის სემინარის ჩატარება, რომლის მიზანია ექსპორტიორი კომპანიებისთვის აშშ-ის ბაზრის სპეციფიკაზე ინფორმაციის მიწოდება. სემინარი ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომუნიკაციის საკითხებს. ამერიკელი დიპლომატი და თეთრი სახლის გლობალური ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი, ბრეტ ბრუენი ისაუბრებს ტაქტიკებზე, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო აუდიენციის მოზიდვაზე. დიპლომატი დეტალურად განიხილავს ქართული ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლების ბიზნეს მიზნებს, სამიზნე ბაზრების სპეციფიკას და ყველა შესაძლო კრიტერიუმს, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოური ბიზნესის წარმოებას ამერიკის ბაზარზე. The Global Situation Room’s (GSR) უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას იმ ექსპორტიორთათვის, ვისაც აშშ-ს ბაზარზე ადგილის დამკვიდრება სურს. კურსი სთავაზობს მნიშვნელოვანი სტრატეგიების წარმოჩენას იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესის წარმოებასა და შემდგომ მათ მართვასა და განვითარებას გეგმავენ. სემინარი გაიმართება 12-13 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინში".
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)