22:23 - 13 Aug, 2026
|
2016-07-11 11:29:17, 971 ნახვა
რეგიონი
სტიქიის შედეგად, დუშეთის რაიონს დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის ზარალი მიადგა
დუშეთის რაიონის გამგებლის ვაჟა ჩოხელის განცხადებით, სტიქიამ რაიონს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. როგორც ჩოხელმა "ექსპრენიუსს" განუცხადა, დაზარალებულია შატილისა და ქვეშეთის თემი, მაგრამ სოფლები გარესამყაროს მოწყვეტილი არაა. "სტიქიის შედეგად დუშეთის რაიონს დაახლოებით ნახევარი მილიონის ზარალი მიადგა. ამის შესახებ ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს დღეს ხვალ მივაწვდით. დაზარალდა შატილისა და ქვეშეთის თემი. დაზიანებულია სეფეს ხიდთან მისასვლელი გზა. თუმცა, სოფელი არ არის მოწყევტილი გარესამყაროს. ხუთშაბათისთვის მძიმე ტექნიკა მთიულეთისკენ გადავა და პირველადი სამუშაოების განხორციელება დაიწყება", - განაცხადა ჩოხელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)