|
2016-07-11 10:07:02, 1597 ნახვა
რეგიონი
რეგიონული სასწრაფო დახმარების ექიმების გადამზადება იწყება
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მედპერსონალის გადამზადებას იწყებს. ექიმების ტრენინგს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება. პირველ ეტაპზე, გადამზადებას გადაუდებელ დახმარებაში სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასწრაფო დახმარების 15 ექიმი გაივლის. სასწავლო კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ექიმები ტრავმული პაციენტის მართვისა და სტაბილიზაციის საკითხებში გადამზადდებიან. მულაჟის გამოყენებით, ნაჩვენები იქნება სხვადასხვა მანიპულაცია. პრაქტიკულ მეცადინეობებში ექიმები ტრენერებთან ერთად ჩაერთვებიან. სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობისა და პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, სასწრაფო დახმარების მედპერსონალი ყოველწლიურად გადამზადდება. ტრენინგები რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ორგანიზებით, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)