|
2015-03-04 13:07:45, 3283 ნახვა
ეკონომიკა
PSP-ში ათეულობით მედიკამენტი კვლავ გაიაფდა
PSP-ში ათეულობით დასახელების ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე ფასები გაიაფდა. დღეიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში ტკივილგამაყუჩებელ, ონკოლოგიურ, კუჭ-ნაწლავის, სახსრების სამკურნალო და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე ფასები დაახლოებით 30%-ით შემცირდა. „ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ჩვენს მომწოდებლებთან, რათა ჩვენი მომხმარებლისათვის ძირითად მოთხოვნად მედიკამენტებზე ფასები არ გაგვეზარდა. ჩვენმა პარტნიორებმა გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და არათუ უცვლელი დავტოვეთ მედიკამენტების ფასები, არამედ ცალკეული პრეპარატები მკვეთრად გავაიაფეთ. მაგალითად, ტკივილგამაყუჩებელი ნალგეზინ ფორტე 40%-ით, ხოლო ონკოლოგიურ პრეპარატი ბიკალუტამიდი ტევა 60%-ით გაიაფდა“, - აცხადებენ PSP-ში. სხვა მედიკამენტებთან ერთად ფასდაკლება შემდეგ პრეპარატებზე გავრცელდა: ნალგეზინი ფორტე, დუფალაკი, დიპროსპანი ამპულებში, დეტრალექსი, ატარაქსი. გარდა ამისა, PSP-ში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ყველაზე დაბალი ფასების აქცია მოქმედებს და მომხმარებლებს საშუალება აქვთ სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ PSP-ს სრულ ასორტიმენტზე. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ PSP-ში ყველაზე მოთხოვნად სიცხის დამწევ, ანტიალერგიულ, სპაზმის მომხსნელ, ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ფასები შემცირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)