11:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 12:16:28, 674 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა  დაინტერესებულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა  მშვიდობიანი გზით  მოგვარდეს.

ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ძალიან შემაშფოთებელია:

„ სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეები არ ერიდებიან თავიანთი საქმეების მოგვარებას ძალისმიერი მეთოდების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მოგვარებული იყოს მშვიდობიანი გზით და გამორიცხული იყოს, ძალადობა, მითუმეტეს რამე მსხვერპლი”,-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოხუმში ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადა. ასობით დემონსტრანტი ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას გადადგომას ითხოვდა. 

ცნობისთვის, აფხაზეთში 10 ივლისს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. ოპოზიცია აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და კენჭისყრის შემოდგომაზე გადატანას ითხოვს, რაზეც ე.წ. მთავრობა უარს აცხადებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთმა კვლავ შეაჩერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics