11:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 11:03:19, 661 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: აშშ საქართველოში არჩევნებს სათანადო ყურადღებას მიაქცევს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის  ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვარშავის სამიტის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

როგორც შეხვედრის  შემდეგ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ–ში მიმდინარე პროცესებს.

„ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო და აშშ ვაღრმავებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას. ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მოგვცემს საშუალებას, უკეთ ჩავერთოთ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანო საქართველოში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბევრი სხვა მიმართულებით, ეკონომიკოს აღორძინების, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. ისიც გარკვეულწილად  სიმბოლური, იყო აშშ–ს "დემოკრატიული პარტიის" წარმოამდგენელი საქართველოს "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელს შეხვდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ჯონ კერისთან შეთანხმდნენ, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები უნდა შედგეს თავისუფალ გარემოში.  

„ვისაუბრეთ შიდა,  როგორც საქართველოში, ისე აშშ–ში მიმდინარე პროცესებზე. ორივე ქვეყანაში სერიოზული პროცესებია. მე მას ამერიკაში ვუსურვე დემოკრატების წარმატებები, მან საქართველოში "რესპუბლიკელებს" გვისურვა წარმატება. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალ პოლიტიკურ გარემოში და ამას აშშ–დან მიექცევა სათანადო ყურადღება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთმა კვლავ შეაჩერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics