05:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 16:45:51, 1007 ნახვა

საზოგადოება
აეროპორტის მიმართულებით მოძრავი №37 ავტობუსი მგზავრებს ღამის საათებშიც მოემსახურება

აეროპორტის მიმართულებით მოძრავი №37 ავტობუსი დღეიდან მგზავრებს ღამის საათებშიც მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს გადაადგილება დიდი ზომის ავტობუსებით შეეძლებათ. ღამის საათებში N37 ავტობუსი ყოველ 35 წუთში ერთხელ ივლის.

"აეროპორტის მიმართულებით მოძრავი №37 ავტობუსი დღეიდან მგზავრებს ღამის საათებშიც მოემსახურება. 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს გადაადგილება დიდი ზომის ავტობუსებით შეეძლებათ. ღამის საათებში N37 ავტობუსი ყოველ 35 წუთში ერთხელ ივლის. თითოეულ ავტობუსში 36 დასაჯდომი ადგილია, ხოლო სრული ტევადობაა 100 ადამიანი. ღამის საათებში მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და 50 თეთრი იქნება. შენარჩუნდება დაწესებული შეღავათებიც.

გარდა ამისა, უცვლელი რჩება №37 ავტობუსის მარშრუტი. ავტობუსი გადის სადგურის მოედნიდან. გმირთა მოედნის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირების გავლის შემდეგ მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და ჭანტურიას ქუჩიდან ჩაუხვევს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. შემდეგ, გაივლის ავლაბარში, კაჩინსკისა და ბუშის ქუჩებზე და გავა კახეთის გზატკეცილზე. ავტობუსი მოძრაობას დაასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. უკუმიმართულებით №37 ავტობუსი გაივლის იგივე მარშრუტს და მისი ბოლო გაჩერება იქნება სადგურის მოედანზე", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics