|
2016-07-04 12:11:39, 1294 ნახვა
კომენტარი
გიგი წერეთელი: სესიაზე საკმაოდ სოლიდური დოკუმენტის მიღება მოხდა
სესიაზე საკმაოდ სოლიდური დოკუმენტის მიღება მოხდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთლმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციასთან „კონფლიქტი საქართველოში“ დაკავშირებით განაცხადა. როგორც წერეთელმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ყურადღება აღნიშნულ საკითხზე იქნება ფოკუსირებული. "ის რაც ოკუპაციასა და რუსეთთან ურთიერთობას, დევნილებს, ანექსიას და ა.შ. ეხება, ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი განსახილველი თემა. ამ სესაიზე სოლიდური დოკუმენტის ერთხმად მიღება მოხდა. კარგია რომ ეს ჩვენი საერთო პოზიციაა, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საკითხი მნიშვნელოვანია და მსოფლიოს ყურადღება აღნიშნულ საკითხზე იქნება ფოკუსირებული. მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან ჩვენი ოპონენტები", - განაცხადა გიგი წერეთელმა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის 3-მა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ. რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)