|
2015-03-03 09:31:10, 1325 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს. მხარეებმა რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და იმ ძირითად ფაქტორებზე იმსჯელეს, რომლებმაც რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებზე ზეგავლენა მოახდინეს. აღინიშნა, რომ მისიის ფარგლებში, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ერთად, მოხდება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების შეფასება და რისკების ანალიზი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)