|
2015-03-03 09:28:48, 1679 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა: ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ კლიმატზე მიანიშნებს, რაც რუსეთშია
„ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ კლიმატზე მიანიშნებს, რაც რუსეთშია“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით „როიტერთან“ საუბრისას განაცხადა. ობამას თქმით, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება აუცილებელია. „აუცილებელია ჩატარდეს დამოუკდიებელი გამოძიება. ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ კლიმატზე მიანიშნებს რაც რუსეთის შიგნით არის; სადაც სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ინტერნეტ სივრცეში აქტიური ადამიანები, მუქარის ქვეშ ცხოვრობენ. ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა, თუმცა ვიცი ერთი, რომ შეკრების და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ასევე სამოქალაქო სამართალი, რუსეთში იმაზე ცუდ მდგომარეობაშია ვიდრე 5–10 წლის წინ”, -აღნიშნა ობამამ. შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს, რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ექვსი გასროლით მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)