|
2016-07-02 10:54:05, 1386 ნახვა
ეკონომიკა
“ავერსი” ქალბატონებს საზაფხულო საჩუქარს სთავაზობს
"ავერსის" 7 აფთიაქში 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივლისს გაიმართება აქცია ,,გალამაზდი ავერსთან ერთად“. ყველა მსურველს კვალიფიციური ვიზაჟისტი ელოდება, რომელიც მისთვის სასურველ მაკიაჟს სრულიად უსასყიდლოდ შეურჩევს და გაუკეთებს. მაკიაჟი გაკეთდება იტალიური კოსმეტიკური ფირმის „მესაუდას“ პროდუქციით. იტალიური დეკორატიული კოსმეტიკა „მესაუდა მილანო“ ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაციაა. „მესაუდას“ ხაზი აერთიანებს როგორც პროფესიონალურ, ასევე არაპროფესიონალურ კოსმეტიკას. მას აქვს საკმაოდ ვრცელი ხაზი, რომელშიც შედის სახის საცხები, ტონალურები, ფერუმარილი, რუჟი, თვალის ჩრდილები, თვალის და ტუჩის ფანქრები, ლაინერები, ტუჩის საცხები, ტუშები, ფრჩხილის ლაქები და სხვა მრავალი პროდუქცია. აქციაში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი 7 აფთიაქი: * მეტრო ახმეტელის მიმდებარედ განთავსებული ავერსის აფთიაქი; * აღმაშენებლის გამზირი #148ა–ში მდებარე ავერსის აფთიაქი; * ცინცაძის ქ. #1–ში მდებარე აფთიაქი; * ცოტნე დადიანის ქ #34–ში მდებარე ავერსის აფთიაქი; * ვარკეთილი-3, IIIა მიკრო/რაიონი, კორპუსი #345–ში მდებარე ავერსის აფთიაქი; * არაყიშვილის ქ. #8 (აბაშიძის ქ. #26)–ში მდებარე ავერსის აფთიაქი; * პეკინის გამზირი #27–ში მდებარე ავერსის აფთიაქი; ყველა ვინც ამ აქციაში მიიღებს მონაწილეობას იტალიური კოსმეტიკური ფირმის „მესაუდას“ პროდუქციით დასაჩუქრდება.
(R)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)