|
2016-06-30 16:08:15, 1051 ნახვა
ეკონომიკა
პრეზიდენტის მრჩეველს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციამ სექტორის პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის დირექტორს და გამგეობის წევრებს შეხვდა. მაია მელიქიძე იმ პრობლემებს გაეცნო, რომელიც სექტორის წინაშე დგას და რომელსაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველდღიურ მუშაობაში აწყდებიან. როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ მიკროსაფინანსო სექტორი სოფლის მეურნეობის სფეროს ერთ-ერთი ძირითადი დამკრედიტებელია და მეტწილად განაპირობებს აღნიშნული, უმნიშვნელოვანესი სექტორის განვითარებას, მით უფრო, რომ დასაქმებულთა 50 პროცენტზე მეტი სოფლის მეუნეობაზე მოდის, თავად მიკროსაფინანსო სექტორის სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანია. „იმისათვის, რომ შენარჩუნდეს სექტორის სტაბილურობა, გავეცანით იმ პრობლემატიკას, რომელიც მათ წინაშე დგას და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად სიღრმისეულად შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა საკითხი, რაც მათ აწუხებთ, რათა დროულად მოხერხდეს პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება", - განაცხადა მაია მელიქიძემ. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, მიკროსაფინანსო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების აუცილებლობასაც. მაია მელიქიძის განცხადებით, დარგობრივ ასოციაციებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მჭიდრო თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)