|
2016-06-30 15:28:55, 1067 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: უნდა შეფასდეს, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა OECD-ის ქვეყნების დონემდე სწრაფად მივიდეთ
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მაღალი დონის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის მოადგილე, დუგლას ფრანცი ხელმძღვანელობს. თანამშრომლობის ახალი მიმართულების გამოკვეთის მიზნით, OECD-ის სამდივნომ საქართველოს მთავრობას უწყებათაშორისი შეხვედრის გამართვა შესთავაზა. შეხვედრას ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი უძღვებოდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. თანამშრომლობის გაღრმავება მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: საჯარო მმართველობისა და მართლმსაჯულების რეფორმა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, განათლება და გარემოს დაცვა. „დღეს ჩვენთან იმყოფება OECD -ის გენერალური მდივნის მოადგილე. ეს არის ძალიან მაღალი დონის ვიზიტი. ჩვენ დეტალურად გავიარეთ ყველა ის პროექტი, სადაც OECD არის ჩართული. მინდა, მოგახსენოთ, რომ ძალიან ფართოა იმ პროექტების ჩამონათვალი, სადაც OECD გვეხმარება, დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიიდან, დამთავრებული საბაჟოს რეფორმებით. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც აღინიშნა შეხვედრაზე, ასევე ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს OECD-ის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის დახმარებაში და შესაბამისად, რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს ეს ყველაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ მცირე და საშუალო ბიზნესების, განათლებაზე, ინდუსტრიალიზაციაზე, საბაჟოზე და ვაჭრობის მხარდაჭერაზე, მწვანე ეკონომიკაზე. შევთანხმდით, რომ უნდა გაკეთდეს კომპლექსული შეფასება, სად იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა იმისათვის, რომ ნათლად დავინახოთ, რა ქმედებებია განსახორციელებელი, რათა ძალიან სწრაფად, ნაკლები დანაკარგებით და მეტი სარგებლით მივიდეთ OECD-ის ქვეყნების დონემდე”,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)