საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოში თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

" />
02:26 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 13:25:36, 621 ნახვა

საზოგადოება
გენერალური შტაბის უფროსმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოში თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ თურქ ხალხს 28 ივნისს სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

„ქართველი ხალხი თურქი ხალხის გვერდით დგას და შეიარაღებული ძალებისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ მათ. ეს ამაზრზენი ქმედება არ არის მიმართული მხოლოდ თურქი ხალხის წინააღმდეგ, არც სტამბოლის აეროპორტი იყო შემთხვევით შერჩეული, ეს იყო მიმართული მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქტი იქნება გამოსაფხიზლებელი ნიშანი მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics