00:56 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 23:03:28, 647 ნახვა

საზოგადოება
ზალკალიანმა უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციაში მიიღო მონაწილება

ქ. ვენაში მიმდინარე  უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის (ASRC) ფარგლებში გაიმართა  შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებისადმი მიძღვნილი სამუშაო სესია.
 
აღნიშნულ სესიაზე საქართველოს სახელით განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ შეიარაღებაზე კონტროლის ძირითადი რეჟიმებისა და ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მექანიზმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებების წლების განმავლობაში შეუსრულებლობამ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ღრმა კრიზისში შეიყვანა.  საერთაშორისოდ ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების კონტექსტში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ აგრესიას, რასაც მოყვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამხედრო აღმშენებლობა. თავის გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გამართული ფუნქციონირების აღდგენის აუცილებლობასა და მისი გარკვეული კომპონენტების მოდერნიზების შესაძლებლობაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა ეყრდნობოდეს ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგებაზე მიმღები ქვეყნის თანხმობა, ტრანსფარენტულობა, ნაცვალგებითობა და ა.შ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics