|
2016-06-28 16:03:50, 1123 ნახვა
ეკონომიკა
„პაშა ბანკის“ დაფინანსებით, სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ სტუდენტებს ტრენინგი ჩაუტარდათ
"პაშა ბანკის" დაფინანსებით თბილისის ჰიპო ფონდმა და ინტელექტის და განათლების საერთაშორისო სკოლამ ISIE სოციალურად დაუცველი და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის ერთდღიანი გასვლითი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისთვის საინტერესო თემებზე გამოცდილების გაზიარება და საბაზისო ინფორმაციის მიწოდება, ასევე მათი ინტეგრაცია და ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში. მონაწილეების შერჩევა აპლიკაციების საფუძველზე მოხდა. სპეციალურად ტრენინგისთვის მოწვეულმა სპიკერებმა, მაკა ასათიანმა (უნიქარდი, მარკეტინგის დირექტორი), ბიძინა ქუმსიაშვილმა (თბილისის ჰიპო ფონდის დამფუძნებელი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ლექტორი), ჯემალ არჯევანიძემ (თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის სპეციალისტი) და თორნიკე ჩარგეიშვილმა (მშვიდობის კორპუსის რეგიონალური კოორდინატორი) ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: პროექტების წერა, მარკეტინგი და ეფექტური კომუნიკაცია, მოხალისეობა და არაფორმალური განათლება. პროექტის მხარდამჭერებს შორის იყვნენ: თბილისის მერია, Wehelp.ge, Generations For Peace,Tbilisi life. „ჩვენ სიამოვნებით ჩავერთეთ აღნიშნულ პროექტში, რადგან, ვთვლით, რომ აქ გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება სასარგებლო იქნება სტუდენტებისთვის. პაშა ბანკისთვის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა შეიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად იქცა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში და ჩვენს რეგიონში ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას, რისთვისაც განათლება ნამდვილად აუცილებელი წინაპირობაა“, - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.
(R)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)