|
2016-06-28 15:07:56, 1107 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.36 – 2.37 ლარამდე მერყეობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მკვეთრად გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.36 – 2.37 ლარამდე მერყეობს, მისი გაყიდვა კი, 2.32 – 2.33 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ჯიხურებში 1 ევრო დღეის მდგომარეობით, 2.60-2.61 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვის შემთხვევაში მომხმარებელი 2.55-2.56 ლარს მიიღებს. ცნობისთივს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3436 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2941 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0495 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.5850 ლარი ღირს, გუშინ მომქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.5377 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0473 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 22 თეთრით გაუფასურდა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)