00:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 11:21:14, 682 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტი დღეს აღარ იმსჯელებს

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) დღეს არ გაიმართება.

აღნიშნული საკითხი კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში იყო შეტანილი, თუმცა ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 27 ივნისს ჩანიშნული ყველა კომიტეტის სხდომა გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზად, პოლიტიკური ჯგუფების საგანგებო პლენარული სესიისთვის მზადება დასახელდა. რიგგარეშე სხდომაზე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის სხდომა 28 ივნისისთვის გადაიდო. 

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების თაობაზე პეტიციას უკვე 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics