|
2016-06-27 10:50:09, 1154 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ევროკავშირის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას EFTA-ს წევრ ქვეყნებთანაც გააფორმებს
დღეს, ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შვეიცარიაში საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მიემგზავრებიან. უწყების ინფორმაციით, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია(EFTA)ოთხს ქვეყანას-შვეიცარისა, ლიხტენშტაინს, ნორვეგის და ისლანდიას აერთიანებს. საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველუნარიან ბაზარზე. შეთანხმება მოიცავს შემდეგ სფეროებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინვესტიციები; ინტელექტუალური საკუთრების უფლებები; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2015 წლისსექტემბერში თბილისში დაიწყო. სამრაუნდიანი მოლაპარაკებებები წარმატებით დასრულდა 2016 წლის 26 თებერვალს. შეთანხმება ძალაში მხარეების მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ შევა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)