|
2015-03-01 15:46:29, 1700 ნახვა
მსოფლიო
დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა რეგიონებმა კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანეს
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონიდან ამბოხებულებმა მძიმე ტექნიკის გაყვანა დაასრულეს. „ამბოხებულებმა კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ძალების და მძიმე ტექნიკის გაყვანა დაასრულეს, პროცესი ეუთო-ს წარმომადგენლების დაკვირვებით მიმდინარეობდა“,-აცხადებს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ბასურინი. ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა გენადი ციპკალოვმაც აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა ლუგანსკის რეგიონის მებრძოლებმაც გაიყვანეს. მან ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ძალების, მძიმე ტექნიკის გაყვანის და ყველა ტექნიკური სამუშაოს დასრულების შემდეგ, ინფრასტრუქტურის აღსადგენად არსებულ ტერიტორიაზე მშენებლები და ინჟინრები ჩავლენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)