|
2016-06-24 11:29:25, 1463 ნახვა
Lifestyle
ლევან ბოძაშვილი: გეგმა "B" უკვე არსებობს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ალიანსს მიღმა დატოვებს
"ნიდერლანდებში, დანიასა და შვედეთში ანალოგიური რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნები გაძლიერდება. სავარაუდოდ შოტლანდიაც დააყენებს გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის რეფერენდუმს. გეგმა "B" უკვე არსებობს და ის "მცირე ევროკავშირის" შექმნას ითვალისწინებს, რაც თუ განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის წევრებს ალიანსს მიღმა დატოვებს", - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ექსპერტმა ლევან ბოძაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, ბრიტანელებმა თავისივე კითხვას "ყოფნა არ ყოფნა" 13 წლის შემდეგ უპასუხეს და პასუხი არ ყოფნაა. "13 წლის შემდეგ ბრიტანელებმა თავისივე კითხვას "ყოფნა, არ ყოფნა" როგორც იქნა პასუხი გასცეს - არ ყოფნა..და დატოვეს ევროკავშირი...მართალია რეფერენდუმი არასავალდებულოა, მის შედეგს მაინც ვერავინ უარყოფს. სავარაუდოდ დღესვე კემერონი გადადგება. ევროკავშირის საბჭოსადმი შეტყობინებიდან 2 წელი აქვს ბრიტანეთს რომ გასვლის ტექნიკური და ფორმალური საკითხები შეათანხმოს ევროკავშირთან, ამ პერიოდში ის გადაწყვეტილებების მიღებაში აღარ მონაწილეობს, თუმცა მანამდე არსებული ყველა ვალდებულება ძალაში რჩება. ნიდერლანდებში, დანიასა და შვედეთში ანალოგიური რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნები გაძლიერდება. სავარაუდოდ შოტლანდიაც დააყენებს გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის რეფერენდუმს. გეგმა "B" უკვე არსებობს და ის "მცირე ევროკავშირის" შექმნას ითვალისწინებს, რაც თუ განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის წევრებს ალიანსს მიღმა დატოვებს. წარმოდგენაც არ მინდა ეს რას გამოიწვევს გეოპოლიტიკურად. NATO-ს მნიშვნელობა დღეს ისეთი აქტუალურია როგორც არასდროს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ფუნტი 1992 წლის "შავი პარასკევის" შემდეგ რეკორდულად დაეცა. ევროკავშირის წესებით 3 მილიონი ბრიტანელია დასაქმებული. მალე ბრიტანელები ინანებენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომაც, გაკვეთილი 1: ხალხს არ უნდა ჰკითხო, ანუ რეფერენდუმზე არ უნდა დასვა ის საკითხი, რის გადასაწყვეტადაც ხელისუფლება არსებობს, 2: ხალხმა იცის რა სურს, მაგრამ არ იცის რა სჭირდება, ამისთვის ხელისუფლება არსებობს. არსებული პრაქტიკით, ყველა არსებითი რეფერენდუმი რომელიც ევროკავშირის საკითხებზე აქამდე ჩატარებულა უარყოფითი შედეგით დასრულდა 3: ზღვარგადასულ რეგულირებაში ჩამხრჩვალმა დემოკრატიამ თავის თავი ბიუროკრატიაში შეჭამა, ამიტომაც აქაც ზომიერებაა საჭირო და 4: ერთადერთი ვისაც ეს აწყობდა რუსეთი იყო", - წერს ლევან ბოძაშვილი facebook-ში.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)