|
2016-06-23 12:21:47, 951 ნახვა
სამართალი
ადვოკატები - კავკასიური აღნაგობის პირის ვინაობა, რომელიც კიწმარიშვილის სახლთან დაფიქსირდა დადგენილი დღემდე არაა
ეროსი კიწმარიშვილის ძმას, ზურაბ კიწმარიშვილსა და ადვოკატებს გამოძიებასთან კითხვები აქვთ. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განაცხადებით, აუცილებელია ეროსი კიწმარიშვილის ქალაქში გადაადგილების მარშრუტი გასაჯაროვდეს. ადვოკატების განცხადებით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გასაჯაროებულა კიწმარიშვილის სოციალური ქსელით მიმოწერა, ხოლო ექვსი თვის შემდეგ, როდესაც გამოძიება დაინტერესდა, აღმოჩნდა, რომ ეროსის გარკვეული მიმოწერა წაშლილი იყო. მათ შორის მის ყოფილ მეგობართან ალექსანდრე კარპოვთან. "ირკვევა, რომ ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე ქონდა მიყენებული დაზიანებები თავის არეში და ხელის მტევანზე. ასევე იარაღზე აღმოჩენილი ანაბეჭდები გარკვეულ ეჭვებს იწვევს. ექსპერიზა გამოთქვამს ვარაუდს, რომ იარაღზე ორი პირის კვალია აღმოჩენილი. ერთ-ერთზე არაა გამორიცხული, რომ კიწმარიშვილის დნმ ყოფილიყო", - აცხადებს გაგი მოსიაშვილი. ზურაბ კიწმარიშვილს ეჭვი აქვს, რომ ავტომობილი იყო გადაადგილებული, იმ პერიოდში, როდესაც კიწმარიშვილი უკვე გარდაცვლილი იპოვეს. "ეს იყო პირადი მეგობრული სახის მიმოწერა. ადვოკატები ამბობენ, რომ დღემდე არ არის დადგენილი იმ კავკასიური აღნაგობის პირის ვინაობა, რომელიც კიწმარიშვილის სახლთან ფიქსირდება", - აღნიშნავს კიწმარიშვილი. შეგახსენებთ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)