|
2016-06-21 19:45:35, 1029 ნახვა
ეკონომიკა
„სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ბიზნესის მხარდამჭერი ცვლილება შედის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილა, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის ნორმასშეეხება. ცვლილების თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფა მოთხოვნის პროპორციული გახდება, შედეგად, თუკი მოთხოვნა არის 1000 ლარზე, ყადაღა დაედება მხოლოდ 1000 ლარის აქტივს და ის მოპასუხის მთელ ქონებაზე აღარ გავრცელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების მიღებით მოხდება იმ პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, რომელსაც ბიზნესი დიდი ხანია, სხვადასხვა დონის შეხვედრებზე ითხოვს. აღნიშნული ცვლილებების პროექტზემუშაობდნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია და საქართველოში მოქმედი ბიზნეს-გაერთიანებები, მათ შორის, ამერიკის სავაჭრო პალატა. აღნიშნული საკითხინ განხილული იქნა საქართველოს ინვესტორთა საბჭოზეც, რომლის წევრებს შორისაც არიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)