16:34 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 19:43:30, 1016 ნახვა

ეკონომიკა
გილაური: ბიზნესი დღეს არის აბსოლუტურად თავისუფალი და შეუძლია იპოვოს სამართალი

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური დღევანდელ ეკონომიკურ ფორუმს ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს. გილაურის თქმით, მთავრობასა და ბიზნესს შორის არსებული დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

ამასთან, გილაური იმ მიღწევებზე საუბრობს, რაც ახალი ხელისუფლების პირობებში გაკეთდა. მაგალითისთვის გილაური   ბიზნესის თავისუფლებას და ზოგადად გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს ასახელებს:

"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, იყო აზრების გაცვლა, საუბარი რეფორმებზე,  რაც გაკეთდა და რაც არის გასაკეთებელი. კარგია, რომ ბიზნესი უსმენს  მავრობას და მთავრობა უსმენს ბიზნესს და მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს. ჩვენი აზრით,  ის მიღწევები, რაც გაკეთდა  იქიდან გამომდინარე,  რომ ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი, ბიზნესს შეუძლია იპოვოს სამართალი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უწყობს ხელს ინვესტიციების შეოდინებას.  ჩვენი წლევანდელი პროგნოზი არის  4 %-ზე მეტი ზრდა, მომავალ წელს 8%-იან ზრადას ველოდებით, ვიზიტი, რაც ჰქონდა პრემიერს ლონდონსა და ნიუ-იორკში შეფასებულია დადებითად, რადგან ინვესტორებს კიდევ უფრო მეტის ჩადება უნდათ საქართველოში",-განაცხადა ირაკლი გილაურმა.

კონფერენცია-"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“    ორგანიზაცია "მოქალაქე"-ს, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ორგანიზატორობით ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics