|
2016-06-17 22:10:30, 1034 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკურმა საბჭომ ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოი
ექსპორტის ხელშეწყობა-განვითარების მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. დეტალური ინფორმაცია ამ თემაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარადგინა. ქართული საექსპორტო პროდუქციის სტიმულირების, კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობა იგეგმება, მათ შორის, პრეფერენციული რეჟიმების განვითარება. ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან უკვე შეიქმნა ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რომლის ფარგლებში, ექსპორტის ზრდის პოტენციალი განიხილება. ეს პროცესი გაგრძელდება. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ექსპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შექმნაც, რაც საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს სპეციალური სავაჭრო წარმომადგენლის მივლინებას გულისხმობს. კომერციული ატაშეები უზრუნველყოფენ საზღვარგარეთ დაგეგმილ ღონისძიებებში ქართული კომპანიების აქტიურ მონაწილეობას, კომუნიკაციას იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებსა და მყიდველებთან, ჩაერთვებიან ბაზარზე შესვლის სტრატეგიისა და საექსპორტო პროდუქციაზე მომზადებული მასალის გავრცელებაში, ასევე, სავაჭრო მისიებისა და გამოფენების ორგანიზებაში. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით, დამატებითი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება ახალი, სპეციალური ინსტიტუტის შექმნა, რომლის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)