|
2016-06-17 13:05:35, 1011 ნახვა
რეგიონი
აჭარის დელეგაცია კვიპროსს სტუმრობს
აჭარის რეგიონი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატს კიდევ უფრო აფართოებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია დღეს კვიპროსის რესპუბლიკაში, საპორტო ქალაქ პაფოსში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ, ქალაქ პაფოსის მერთან ფედონას ფედონასისთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ანდრეას დემეტრიადესისთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართება. ბათუმისა და პაფოსის მერები გამართავენ დისკუსიას ორ ქალაქს შორის კულტურულ და ტურისტულ ურთიერთობებზე. მოეწყობა ბათუმისა და აჭარის რეგიონის პრეზენტაცია. ქართული კულტურის პოოპულარიზაციის მიზნით თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ხორუმი" და სიმღერის ანსამბლი ,,ელესა". გარდა ამისა, ბათუმისა და პაფოსის მუნიციპალიტეტებს შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. აგრეთვე გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და პაფოსის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის. ღონისძიებას პაფოსის მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. აჭარის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)