16:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 09:20:15, 679 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუა შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით 9 აპრილის ბაღში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.  

მაკა ჩიჩუა დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სიტყვით მიმართა

„დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე აღინიშნება. არა ერთხელ მითქვამს და მინდა კვლავ აღვნიშნო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, განსაკუთრებით ვრწმუნდები ამაში, როდესაც თქვენ გიყურებთ, ასეთ აქტიურებსა და ენერგიულებს.

აუცილებელია ყველა ჩვენგანი, ხელისუფლება, საზოგადოება გავერთიანდეთ და შევქმნათ უკეთესი გარემო ამ შესაძლებლობათა, ამ ნიჭის სრულფასოვნად გამოვლენისათვის.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ვისურვებდი, რომ მუდამ ასეთი აქტიურები ყოფილიყავით",- განაცხადა პირველმა ლედიმ

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ინტეგრირებული გუნდური ესტაფეტა, მოეწყო   სპორტული ცეკვების ფესტივალი ეტლით მოსარგებლე და ამპუტანტ მოცეკვავეთა დუეტების მონაწილეობით, ინტეგრირებული ჯგუფების მიერ შშმ თემატიკაზე გადაღებული ფოტოგამოფენა და კონკურსი. ღონისძიებების დასკვნით ნაწილზე გაიმართა კონკურში მონაწილეთა დაჯილდოება და კონცერტი ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით.

დღესვე მაკა ჩიჩუა „თიბისი არტ-გალერეას"  ეწვია და უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „თვალით და გონებით დანახული სამყარო" დაათვალიერა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics