|
2016-06-13 12:46:24, 998 ნახვა
ეკონომიკა
მეწარმეს 45176,00 ლარის ღირებულების საქონელი ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მეწარმეს 45176,00 ლარის ღირებულების საქონელი ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 45176,00 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ტანსაცმელი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი სენაკში გამოვლინდა. „45176,00 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ტანსაცმელი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა 3 ივნისს ქ.სენაკში. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ფორდის მარკის ა/მანქანა, რომლითაც ხორციელდებოდა ერთერთი შპს-ს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ტანსაცმელი) ტრანსპორტირება ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. ფაქტთან დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარდა შესაბამისი ექპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 45176,00 ლარი“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)