|
2016-06-10 19:05:28, 1024 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობის
დღეს, ფინანსთა მინისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური დაესწრო თსუ-სა და გერმანიის, ქ.შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობის“ კურსდამთავრებულთა გაფართოებულ შეხვედრას. ფინანსთა მინისტრმა მაგისტრანტებს მიულოცა პროგრამის წარმატებით დასრულება და სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ ისაუბრა აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების, ისე ზოგადად, ქვეყანაში განათლების სისტემის რეფორმისთვის. ნოდარ ხადურმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმატებულ თანამშრომლობაზე ქართველ კოლეგებთან, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროსთან. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, დაფუძნდა ახალი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“. ესაა უნიკალური პროგრამა თუნდაც იმიტომ, რომ მან მიიღო ევროპული აკრედიტაცია, რაც უნიკალური მოვლენაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ პროგრამის კურსდამთავრებულებთან ერთად. სწორედ ისინი არიან მომავალი საჯარო მმართველობის სპეციალისტები. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სახით, საქართველოს საჯარო სექტორი სერიოზულ შევსებას მიიღებს. მინდა, მათ ვუსურვო წინსვლა და იმედი გამოვთქვა, რომ ბევრი მათგანი საჯარო სამსახურში დიდ წარმატებას მიაღწევს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. შეხვედრაზე თავად კურსდამთავრებულებმა წარადგინეს დარგობრივი მოხსენებები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ პროგრამის ქართველი და გერმანელი ლექტორები. როგორც ცნობილია, გასული წლის ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ.შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობას“, სააკრედიტაციო ორგანიზაციის (FIBAA) საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია 5 წლის ვადით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს საუნივერსიტეტო ისტორიაში. ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი თსუ-ში 2013 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა. მისი ინიციატორები იყვნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი. აღნიშნული ინსტიტუტის მიზანია, საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროს, ადმინისტრაციული სამართლის განვითარება და მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს საჯარო მოხელეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)