|
2016-06-09 23:41:05, 1010 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის პრემიერ–მინისტრს კარიმ მასომივს შეხვდა
ყაზახეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქვეყნის პრემიერ–მინისტრს კარიმ მასომივს შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ პატარაძე, ყაზახეთის ელჩი საქართველოში ერმუჰამეთ ერთსიბაევი, ასევე ყაზახეთის მთავრობის წევრები და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლები. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდა ფიქსირდება ყველა მიმართულებით. „ეს არის კონკრეტული ციფრები, რომლებიც გვარწმუნებს, რომ არსებობს დიდი პოტენციალი, უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ყაზახეთიდან," – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ასეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ტრანზიტისა და ლოგისტიკის სფერო დაასახელა. მისი განცხადებით, ყაზახეთსა და საქართველოს, ერთობლივი ძალისხმევით, შეუძლიათ მოიზიდოთ დამატებითი ტვირთები სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩინეთიდან. შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად მხარეებმა მოიყვანეს სარკინიგზო გადაზიდვები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ განხორციელდა ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით. ყაზახური მხარემ დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელიც იდგმევა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მათ შორის, სწორედ ე.წ. კასპიური სატრანზიტო დერეფნის განვითარების კუთხით, რომელიც განიხილება განახლებული აბრეშუმის გზის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. შეხვედრაზე კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე გამახვილდა ყურადღება ეს არის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოსა და ყაზახეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის სიხშირე კვირაში 20–მდე გაიზარდა, რაც აუცილებლად გაზრდის საქართველოში დასვენების მსურველთა რაოდენობასაც ყაზახეთიდან.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)