|
2015-02-27 13:33:14, 1632 ნახვა
ეკონომიკა
„თიბის ბანკი“ ლარის გაუფასურებით დაზარალებულ მომხმარებლებს შეღავათებს სთავაზობს
„თიბის ბანკი“ ლარის გაუფასურებით დაზარალებულ მომხმარებლებს შეღავათებს სთავაზობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ბანკის მიერ მოხდა რისკების სისტემური ანალიზი და შესაბამისი ცვლილებები შევიდა როგორც ახალი სესხების დამტკიცების პროცედურაში, ისე არსებული მსესხებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. თითოეული მსესხებლის მდგომარეობას ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს და მათზე მორგებულ შეღავათიან პირობებს შესთავაზებს. შეღავათი გულისხმობს სესხის ვადის გაზრდას ისე, რომ მსესხებელს ის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეუნარჩუნდეს, რაც ლარის გაუფასურებამდე ჰქონდა (1.75 კურსის დროს). ბანკის წარმომადგენლები თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავენ, შეისწავლიან მათ შემოსავლებს და ახალ გრაფიკს დაუდგენენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)