11:48 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 13:59:13, 632 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ მაჭავარიანი: არ ვთვლი საჭიროდ გიორგი ვაშაძეს ვუპასუხო, ის ჩემთვის გუშინდელი დღეა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ის არ თვლის საჭიროდ გიორგი ვაშაძის განცხადებებს უპასუხოს.

როგორც "ექსპრენიუსს" მაჭავარიანმა განუცხადა, ვაშაძე მისთვის გუშინდელი დღეა და "ნაციონალური მოძრაობის" ათეულში არავის, მათ შორის არც ვაშაძეს არ ქონია გარანტირებული ადგილი.

"არავის არ ქონია ათეულში გარანტირებული ადგილი. ახლა ვაშაძე რაღაც თემებს იგონებს და თავს იმართლებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არავის ჰქონია ათეულში გარანტირებული ადგილი. შეხედეთ ჩვენს ათეულს - ეს არის ბაქრაძე და ახალი სახეები. ვაშაძე ჩემთვის გუშინდელი დღეა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ მაჭავარიანს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმაც კი დასცინეს. ვაშაძემ კომენტარი მაჭავარიანის იმ განცხადებაზე გააკეთა, როდესაც მაჭავარიანმა თქვა, რომ ვაშაძემ პარტია განაწყენებულმა დატოვა, ვინაიდან ის სიის ათეულში ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძის განცხადებით "ნაციონალურ მოძრაობაში" კაბინეტური მმართველობა იყო და მიუხედავად იმისა, რომ მას გარანტირებული ადგილი ჰქონდა პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობა" მაინც დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics