11:49 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 13:37:46, 677 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის აზრით, ევროკავშირს საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის სარა იულიამსონის თქმით, ვიზალიბერალიზაცია არის ის საკითხი, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ყველა, ვისაც საქართველოს დასავლური კურსის სჯერა.

მისივე თქმით, ევროკავშირს უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის, მათ შორის იმ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც საკუთარი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით ლობირებენ.

"ევროკავშირს უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის, მაგრამ არა იმდენად, როგორც იმ ქართულ, სავარაუდოდ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ლობირებდნენ საკუთარი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით.ეს არ არის მოქალაქეობრივი ან პატრიოტული საქციელი. ეს ნარცისიზმი და გულისამრევი ქმედებაა”, - წერს სარა უილიამსონი სოციალურ ქსელში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics