11:49 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 17:25:56, 695 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: მიხეილ მაჭავარიანს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმაც კი დასცინეს

„მაჭავარიანს რამე მაინც ხომ უნდა ეპასუხა ჩემი განცხადებისთვის?! მეტი ვერაფერი მოიფიქრა. მას ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმაც კი დასცინეს“, - ასე უპასუხა „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ „ექსპრესნიუსის“ კითხვას - რამდენად მართალია მაჭავარიანის განცხადება,  რომ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული სიის ათეულში ვერ მოხვედრის გამო დატოვა.

„თქვენც ხვდებით, რომ ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზებია. მაჭავარიანს რამე მაინც ხომ უნდა ეპასუხა ჩემი განცხადებისთვის?! მეტი ვერაფერი მოიფიქრა. მას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმაც კი დასცინეს.

ჩემთვის სკამი არაფერს  ნიშნავს. ახლაც პარლამენტის წევრი ვარ. იმასაც ვერ ამბობენ, რომ პარლამენტში გარანტირებული ადგილი არ მექნებოდა. თუ პროცესებს ვერ მიყვები, შედეგი არ გექნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

„ექსპრესნიუსი“ გიორგი ვაშაძესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics