|
2016-06-08 17:01:28, 988 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი OECD-ის ხელმძღვანელს შეხვდა
ბათუმში მიმდინარე გაეროს გამოსდაცვითი მინისტერიალის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) დელეგაციის ხელმძღვანელს საიმონ აპტონს და ორგანიზაციის გარემოსდაცვითი დერექტორატის სხვა ხელმძღვანელს პირებს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე თემურ მურღულია. ასევე, გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის და ატომური უსაფრთხოების სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი იურგენ კეინჰორსტი. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება თანამედროვე მსოფლიოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისგანსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გამახვილდა. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად მოამზადა მწვანე ეკონომიკის ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც უნდა გახდეს მწვანე ეკონომიკისზრდის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის საფუძველი. შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმამწვანე ეკონომიკის ზრდის მისაღწევად ინოვაციების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრადა ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ მიმართულებითგადადგა. გარემოს დაცვის და მწვანე ეკონომიკის განვითარების განსაკუთრებული მნიშვნელობა აღნიშნულია დოკუმენტში „მდგრადი განვითარების მიზნები 2030“, რომელიც 2015 წელსგაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე მიიღეს. აღინიშნა, რომ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში 2020 ნათქვამია, რომსახელმწიფო წაახალისებს გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას დამწვანე ეკონომიკის“ განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება, რომელიც ეკონომიკის რაციონალურ და ეფექტიან განვითარებას, ენერგოეფექტურობის და რესურსეფექტურობის ჩათვლითითვალისწინებს, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.მეტიც, მწვანე ეკონომიკის განვითარება ხელს შეუწყობს მწვანე ინვესტირებას და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას კლიმატის პოლიტიკის ეფექტიანი ღონისძიებების საშუალებით, საბაზრო ინსტრუმენტების და რეგულაციების გათვალისწინებით. ასევე, უზრუნველყოფს მწვანე ეკონომიკის ზრდის ღონისძიებების კოორდინაციას სამუშაო ბაზრის და ადამიანური კაპიტალის ფორმირების პოლიტიკასთან.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)