|
2016-06-07 18:45:34, 1019 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმში სამშენებლო მასალების საწარმოს ეწვია
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ბათუმში კომპანია „ხახუტას“ სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმოს ეწვია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ შეღავათიანი კრედიტი მიიღო. საწარმომ თურქეთიდან შეიძინა ახალი ტექნოლოგიური ხაზი, რომლის მეშვეობითაც გაზარდა საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტი. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით შეძენილი მანქანა-დანადგარებით, კომპანია უშვებს მეტალის მაღალი ხარისხის სახურავებს და პროფილებს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისათვის. პროდუქცია ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკება მათი სომხეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტირების მიზნით. ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა ახლადამუშავებული ტექნოლოგიური ხაზი, გაესაუბრა საწარმოს ხელმძღვანელობასა და პერსონალს. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით, კომპანიაში 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 850 ათასი აშშ დოლარია.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)