10:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 14:55:15, 757 ნახვა

პოლიტიკა
კელი: ქართული მედია ისეთივე პლურალისტული უნდა იყოს, როგორი პოლიფონიურიც ქართული სიმღერაა

აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, ქართული მედია ისეთივე პლურალისტული უნდა იყოს, როგორი პოლიფონიურიც ქართული სიმღერაა, - ამის შესახებ კელიმ “რუსთავი 2”-ის საქმეზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კელის თქმით, საქართველოში მედია პლურალისტულია, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. ამასთან, აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესში პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს. “ჩემი და აშშ-ის მთავრობის პოზიცია მკაფიოა. მედიის პლურალიზამი ყოველთვის მნიშვნელოვანია.

ქართულ სიმღერაში პოლიფონიაა, ვფიქრობ, მედიაც ასეთი პლურალისტული უნდა იყოს. საქართველოში ბევრი ხმა ისმის მედიაში, ამავეს ვერ ვიტყვით ამ რეგიონის სხვა ქვეყნებზე. ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდს წვდომა მედიაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს პოლიტიკური ჩარევა სასამართლო პროცესში", - განაცხადა კელიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics