|
2016-06-07 13:46:43, 912 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიების დაწყებას არაბულ ქვეყნებშიც გეგმავს
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მანამასა და შარჟაში რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით პრეზენტაციები გამართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა თამარ მგელაძემ ბაჰრეინსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში არაბული ტურისტული სააგენტოებისთვის გამართული პრეზენტაციებისას აქცენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე, პროდუქტებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე გააკეთა. მათივე ცნობით, პრეზენტაციებში ქართული ტურისტული სააგენტოები და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც მონაწილეობდა, რომლებმაც ორმხრივი შეხვედრები გამართეს არაბულ ტურისტულ სააგენტოებთან და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრებს ავიაკომპანია „Air Arabia“-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 2 ივლისიდან, ავიაკომპანია შარჟადან ბათუმის მიმართულებით, კვირაში ორჯერ ჩარტერული რეისების განხორცილებას იწყებს. „ბოლო პერიოდში გაზრდილია არაბი ტურისტების ინტერესი აჭარის მიმართ. ის ჩარტერული რეისებიც, რომელიც შარჟადან ჩვენი ქალაქის მიმართულებით განხორციელდება ნაწილობრივ ამის დასტურიცაა. შარჟას გავლით ჩვენთან ჩამოვლენ არა მხოლოდ არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, არამედ მისი მეზობელი არაბული ქვეყნებიდანაც. ჩვენი პრეზენტაციების მიზანი იყო არაბულ ქვეყნებში მოქმედი მსხვილი ტურისტული სააგენტოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენი ტურისტული პოტენციალის შესახებ, ამასთანავე ჩვენი ტურისტული სააგენტოებისთვის მიგვეცა საშუალება გაემართათ ორმხრივი შეხვედრები და დაეგეგმათ კონკრეტული ტურისტული პაკეტები არაბ კოლეგებთან ერთად. სამომავლოდ, სამიზნე ქვეყნების დივერსიფიკაციის მიზნით შეიძლება დაიგეგმოს პიარ და მარკეტინგული კამპანიები არაბეთის ქვეყნებში“ განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა თამარ მგელაძემ.
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)