2016-06-06 14:42:41, 722 ნახვა
საზოგადოება
საატესტატო გამოცდებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარის დაწევა არ იგეგმება
საატესტატო გამოცდებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარის დაწევა არ იგეგმება.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პირიქით, ფიქრობენ, როგორ მოამზადონ ბავშვები იმისათვის, რომ მომავალში უფრო მაღალი ზღვარი გადალახონ.
„ზღვარის დაწევა რაიმე მიმართულებით, საერთოდ, გარკვეული აზრით დანებებას ნიშნავს. ჩვენი სურვილი ყველასი ერთად არის, რომ გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა. თუ რაიმე ტესტირებამ გამოავლინა, რომ სადღაც პრობლემა გვაქვს, ჩვენ არ შევუშინდეთ ამ პრობლემას და უნდა პირიქით, მოვუმატოთ სწავლის დონე. არ ვფიქრობთ ზღვარის დაწევაზე, პირიქით ვფიქრობთ, როგორ ვასწავლოთ ჩვენ ბავშვებს იმისთის, რომ დღევანდელი კი არა, უფრო მაღალი ზღვარი დაძლიონ მომავალში“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან