|
2016-06-06 11:52:15, 981 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ეკონომიკის სამინისტროში სახელფასი ფონდი უცვლელია, არაფერი არ გამიორმაგებია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ დასკვნასთან დაკავშირებით, არანაირი ცვლილებები არ ყოფილა მის უწყებაში. არაფერი არ გაორმაგებულა, ზუსტად ვიცი სახელფასო ფონდი რამდენიც იყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის თქმით, ყველაფერი ისეა, როგორც წლების განმავლობაში იყო. „ზუსტად ვიცი სახელფასო ფონდი რამდენიც იყო წლების განმავლობაში და ის ახლაც უცვლელია. არაფერი არ გამიორმაგებია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე მუშაობა დაასრულა და 291 გვერდიანი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად გადააგზავნა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2014 წელთან შედარებით 2015-ში სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო დანამატებზე სამინისტროებმა ორჯერ მეტი თანხა დახარჯეს.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)