|
2016-06-06 11:47:24, 1184 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: არც ერთი თეთრი პრემია არ ამიღია და მიხარია, თუ ჩემს თანამშრომლებს კარგი ხელფასი აქვთ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს ეხმაურება. ანგარიშის თანახმად, 2014 წელთან შედარებით დანამატების რაოდენობა გაზრდილია. წულუკიანის თქმით, მას არც შარშან და არც წელს პრემია არ მიუღია. რაც შეეხება თანამშრომლებს, მინისტრის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებზე დგას სახელმწიფო სისტემა და მას უხარია, თუკი ისინი ფინანსურად უზრუნველყოფილი არიან: "მე ვიცი,რომ ძალიან გაგიხარდებათ და გეტყვით, რომ არც შარშან, არც წელს არც ერთი თეთრი პრემია არ მიმიღია. რაც შეეხება ჩემს თანამშრომლებს, მე ისინი მყავს 5 600 სისტემაში, თუარ ჩავთვლით პროკურატურას და თუ მათ აქვთ კარგი ხელფასი, მე ეს მხოლოდ მიხარია იმიტომ, რომ მათზე დგას სახელმწიფო სისტემა. ასევე, ხშირად ისინი მხოლოდ ერთნი არიან ოჯახში სამსახურის მქონენი.არჩენენ ოჯახებს, შვილებს, მეუღლეებს და ჩვენს ხანდაზმულ თაობას.ამიტომ, მათ ნაცვლად მიხარია, თუკი ისინი უზრუნველყოფილი არიან",- განაცხადა წულუკიანმა.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)