|
2016-06-02 12:27:23, 1055 ნახვა
სამართალი
შოთაძე გვარამიას განცხადებაზე: ეს ტყუილია და პროკურატურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურაში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არანაირი ინფორმაცია, განცხადება,ან საჩივარი არ შესულა. შოთაძის თქმით, შესაბამისად, გამოძიება და მითუმეტეს სისხლის სამართლებრივი დევნა აღნიშნული მოსამართლის მიმართ არ მიმდინარეობს./p> "ეს არის ტყული. ინფორმაციის,თითქოს და ჩვენ ვახორციელებთ დევნას მოსამართლის მიმართ, გავრცელების მიზანი პროკურატურის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა", - განაცხადა შოთაძემ. შეგახსენებთ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გავარამიამ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ მოსამართლე თაღლითობისთვის იდევნება. მისი განცხადებით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს 2014 წელს გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ მას არ ჰქონდა საცხოვრებელი თბილისში და სამოსამართლო საქმის განხორციელებისთვის ჭირდებოდა ანაზრაურება. გვარამიას განცხადებით, მოგვიანებით აღმოჩნდა რომ მას [ნათია გუჯაბიძეს] ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა საკუთარი დედისგან. აქვე გვარამია დასძენს: „ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას და ამ ინფორმაციით მიმდინარეობს ზეწოლა ქალბატონ გუჯაბიძეზე“, - განაცხადა გვარამიამ გუშინდელ ბრიფინგზე. ცნობისთვის, ნათია გუჯაბიძე „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლეა. საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია იხილავს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)