|
2016-05-31 17:01:15, 967 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ქვეყნაში დადებით ეკონომიკურ ტენდენციებზე საუბრობს
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ეკონომიკაში მთელი რიგი მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ასახვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე უნდა ჰპოვოს. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დადებითი ტენდენციები ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებელში, როგორც საქონლის წმინდა ექსპორტში (რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში გაზრდილია 15 მლ დოლარზე მეტით), ისე მომსახურების ექსპორტში (ტურიზმის სექტორში - საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა გაზრდილია 20%-ით) არსებობს. მისივე თქმით, შიდა ინვესტიციები, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები გააქტიურებულია, ფულადი გადმორიცხვები ძველ ნიშნულს უბრუნდება, ბიზნესის მხრიდან დადებითი მოლოდინები საგრძნობლად არის გაზრდილი, რაც აპრილის თვეში გაზრდილ ეკონომიკურ ზრდაზე (4.3%) და ლარის კურსის სტაბილურად გამყარებაზე აისახა - ლარის კურსი ბოლო 2 თვის განმავლობაში დაახლოებით 15 %-მდე გამყარდა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით დადებითი ტენდენციები ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც ახდენს გავლენას. „წინასწარი მონაცემებით, შეიძლება ვთქვათ, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან შედარებით გადაჭარბებით შესრულდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიმდინარე თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიუჯეტში მობილიზებულია 50 მილიონი ლარით მეტი თანხა“, - განაცხადა ხუციშვილმა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელების ბრუნვა აპრილის თვეში 9%-ით გაიზარდა; დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა აპრილის თვეში 13%-ით გაიზარდა, რაც მაისის თვის საბიუჯეტო საშემოსავლო ნაწილზე აისახა. „იმ მონაცემებით რაც დღეს გვაქვს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტი იქნება. თუმცა, მომავალში როგორ განვითარდება საქართველოს ეკონომიკა კიდევ სხვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენი მოლოდინი ამ ეტაპზე ასეთია - აპრილის მაჩვენებელი (4,3%-ზრდა) საკმაოდ კარგ იმედებს იძლევა,“ - აღნიშნა ხუციშვილმა. რაც შეეხება ლარის კურსის გამყარების დადებით ტენდენციას, ლაშა ხუციშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს ლარის კურსის გამყარების ტენდენციის მოლოდინი აქვს. „ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ლარის კურსის გამყარება იქნება სტაბილური და გარკვეულ პერიოდზე გავრცობილი და არა მყისიერი და ერთჯერადი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)