|
2015-02-26 13:45:32, 3249 ნახვა
სამხედრო
გენერალურ შტაბში ახალი ხელმძღვანელები წარადგინეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის პოზიციაზე პოლკოვნიკმა მამუკა ცხვედიანმა პოლკოვნიკი გიორგი კერესელიძე შეცვალა. J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი დაინიშნა. ორივე მათგანს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ახალ ხელმძღვანელებს სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კახა ოქროჯანაშვილმა მიმართეს. მათ პოლკოვნიკებს წარმატება უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. თავდაცვის უწყების ცნობით, ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და J-5/9 დეპარტამენტის ხელმძღვანელები სპეციალური შერჩევის საბჭოს მიერ შეირჩნენ. პოლკოვნიკი მამუკა ცხვედიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1995 წლიდან მსახურობს. დღემდე ის J-4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2007-2009 წლებში კი J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1993 წლიდან ირიცხება. 2013-2014 წლებში ის ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართული კონტინგენტის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი იყო. პოლკოვნიკი შიუკაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯსაც მეთაურობდა.
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)