02:25 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 15:47:59, 558 ნახვა

პოლიტიკა
ფრანსუა ოლანდი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხში მხარს უჭერს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი საქართველოს, ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში, მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ოლანდმა დღეს ბორდოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

ოლანდმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა.

საქართველოს პრემიერმა ოლანდთან შეხვედრისას ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისიწნებულ ტექნიკურ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა და საქართველოს დასავლური ვექტორისთვის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პოლიტიკურ მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი შესაბამის სამინისტროებთან ექნება. მისივე თქმით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე საფრანგეთის თანხმობა მოკლე დროში იყოს მიღებული.

საქართველოს მთავრობის მეთაურისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასაც შეეხო.

შეხვედრისას ფრანსუა ოლანდმა გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მიულოცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics