2016-05-31 14:08:55, 745 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით “ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია-შიო მღვიმელი 150“ გამოიცა
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოიცა წიგნი - „ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია - შიო მღვიმელი 150“.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საბავშვო ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება 1 ივნისს, 16 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში.
მათივე ცნობით, წიგნი „ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია - შიო მღვიმელი 150“ ეძღვნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - 1ივნისს.
მასში საბავშვო ხალხურ პოეზიასთან ერთად შესულია შიო მღვიმელის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გოგლა ლეონიძის, შოთა ნიშნიანიძის, ნოდარ დუმბაძის, ჯანსუღ ჩარკვიანის და სხვა ცნობილი ქართველ მწერალთა ნაწარმოებები, ასევე, ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან