|
2015-02-26 12:13:44, 1066 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი გილაური: ვფიქრობთ, რომ ლარი დასტაბილურდა
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის განცხადებით, ლარი დასტაბილურდა. როგორც გილაურმა გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ლარი ახალ ნიშნულზე მივიდა და დიდი შანსია, რომ გამყარდეს. “რაოდენობრივად ჩვენ დაახლოებით 450 ათასი მსესხებელი გვყავს და პროცენტულად ეს არის სულ რაღაც 6%, რადგან ძირითადად ჩვენ მსესხებელი ლარში გვყავს. ეს შეღავათი ფიზიკურ პირებს ნებისმიერ სესხზე შეეხება. რაც შეეხება დოლარიდან ლარში გადატანა სესხის, შესაძლებელია, მაგრამ დღეს ლარი თითქმის დეფიციტურია და გადატანის შემთხვევაში პროცენტული განაკვეთი მაღალი იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბაზრის რეაქცია ლარის კურსის დავარდნასთან დაკავშირებით გადაჭარბებული იყო, ახლა ჩვენ ვხედავთ ლარის დასტაბულურებას, ბაზრიდან გამომდინარე. არ არის ქართველი მომხმარებელი შეჩვეული ლარის მერყეობას, ზოგადად კი ფულის მერყეობა ჩვეულებრივი ფაქტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლარი დასტაბილურდა, ახალ ნიშნულზე მივიდა და დიდი შანსია, რომ ამ ნიშნულიდან გამყარდეს”, - განაცხადა გილაურმა. გილაურმა პრესკონფერენციაზე „საქართველოს ბანკის“ მიერ იმ ფიზიკური პირების მიმართ ვისაც, სესხი დოლარში აქვთ აღებული, შემოსავალი კი ლარში, ახალი შეთავაზების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საქართველოს ბანკი“ ყველაფერს აკეთებს, რათა მათ მომხმარებლებს სესხის გადახდა არ გაუჭირდეთ. „ჩვენ რეალურად ასეთი ტენდენცია არ გვქონია, რომ მომხმარებელს სესხის გადახდა გაუჭირდა და საკმაოდ ლოიალურად მივუდექით ამ საკითხს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებლებს დავეხმაროთ ყველანაირად, იმიტომ, რომ მომხმარებელს ვისაც დოლარში აქვს სესხი და შემოსავალი ლარში, მათ გადასახადი გაეზარდათ და ამ მომხმარებლებისთვის ჩვენ კარგ შეთავაზებას ვაკეთებთ, რომ მათ სესხის ვადა გაიხანგრძლივონ. ეს მარტივად მოხდება მათ ზედმეტი შეწუხება არ დასჭირდებათ, მივლენ ჩვენს ფილიალებში და მოთხოვნის საფუძველზე მარტივად გაუხანგრძლივდებათ სესხი“, - აღნიშნა გილაურმა. „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ლარის კურსის ვარდნის ფონზე სესხების მოთხოვნების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სესხებზე მოთხოვნა ამ ეტაპისთვის შენელებულია. „ამ დროისთვის შენელებულია სესხებზე მოთხოვნა. ვფიქრობთ, რომ ლარის დასტაბილურება ამას დაარეგულირებს. ყველა ელის ფასების ზრდას, მაგრამ ჩვენ არ გვგონია, რომ მკვეთრი ფასების ზრდა იქნება. ზოგადად საპროცენტო განაკვეთები ლარებში შეიძლება უმნიშვნელოდ შეიცვალოს, მაგრამ არ იქნება, რაღაც მკვეთრი ცვლილება“, - დასძინა გილაურმა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)