|
2016-05-30 11:58:30, 573 ნახვა
პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტი: ჩამოვედი, რათა მხარი დაგიჭიროთ იმ გზაზე, რომელიც საქართველოს ევროპისკენ წაიყვანს
ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ იმ გზაზე, რომელიც ევროპისკენ და ნატოსკენ წაიყვანს საქართველოს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთა დასრულებული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ნატოს სამიტის შემდეგ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა უფრო ნათელი გახდება. სლოვაკეთის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებასაც გაუსვა ხაზი. მანვე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს კულტურითა და ბუნების სილამაზით. „სანამ ჩამოვიდოდი თქვენს ქვეყანაში ბევრი ვისაუბრეთ სლოვაკეთში როგორ ვხედავთ თქვენს ქვეყანას, როგორ გვესმის საქართველო, რა შეხედულებები გაგვაჩნია. ფაქტიურად, ეს არის ქვეყანა მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით და ულამაზესი ბუნებით. საქართველოში გატარებული პირველივე საათების შემდეგ დარწმუნებული ვარ რომ მე წავალ და თან წამყვება უდიდესი შთაბეჭდილებები იმ რეალობის შესახებ რაც აქ დამხვდა. მე ჩამოვედი იმისთვის, რომ იმპულსი მივცე ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ბედნიერი ვარ რომ ჩემთან ერთად ბიზნესჯგუფი ჩამოვიდა. ჩვენ შევისწავლით როგორ დავეხმაროთ ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. იქნება ეს ბიზნესი თუ ტურიზმი. ვიცით, რომ თქვენი კულტურული პროდუქტი საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონეა. იმედი მაქვს, რომ უამრავ პოზიტიურ სიურპრიზს შევთავაზებთ ორივე ქვეყანას. ჩამოვედი, რათა მხარი დაგიჭიროთ იმ გზაზე, რომელიც ევროპისკენ და ნატოსკენ წაიყვანს საქართველოს. ვიცი, რომ უამრავი პრობლემა გაგაჩნიათ ამ გზაზე, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროთ წინ. ჩვენი შეხვედრის დროსაცხაზი გავუსვით რამდენად მნიშვნელოვანია ნატოში გაწევრიანება გახდეს რეალური. ჩვენ გავხდით ნატოს წევრი, ამაზე ჩვენი მშობლები ვერ კი იოცნებებდნენ. ეს რეალობაა. ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაც ხდება ჩვენი ქვეყანა, ივლისში. ასოციაციის შეთანხმება საქართველოს ამ გზაზე აძლევს დიდ ძალას. ამას რამდენიმე თქვენგანიც ვერ წარმოიდგენდა წლების წინ, რომ ეს მოხდებოდა. ეს არის ის ბილიკი, რომელზეც თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ივლით იმ ერთადერთი მიმართულებით. მიმაჩნია, რომ ნატოს სამიტის შემდეგ კარგი მოლოდინები გექნებათ. წინა სამიტის შემდეგ უამრავი რამ გაკეთდა, იგივე ნატოს საწვრთნელი ცენტრი, ასევე ერთობლივი წვრთნები რომლებიც ერთობლივად ჩატარდა საქართველოში“, - განაცხადა ანდრეი კისკამ. სლოვაკეთის პრეზიდენტმა რეფორმებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ იგივე რეფორმები ჩატარდა სლოვაკეთშიც. ზოგიერთი მტკივნეული იყო, თუმცა სულ მოკლე ხანში ამ რეფორმებმა პოზიტიური შედეგი გამოიღო. „რაც შეეხება რეფორმებს, ბატონო პრეზიდენტო ეს სლოვაკეთშიც იგივეა. ჩვენ უნდა შეგვესრულებინა გაწევრიანების პირობები. ყველა საჭირო რეფორმა ჩავატარეთ, ზოგ შემთხვევაში ჩვენი ხალხის სასიცოცხლო სტანდარტებმა ქვემოთ დაიწია კიდეც, მაგრამ სულ მოკლე ხანში ამ რეფორმებმა პოზიტიური შედეგი გამოიღო. მინდა ხაზი გვუსვა იმას, თუ რაოდენ მეგობრული ქვეყნებია ჩვენი ქვეყნები. 3-1 კი მოგიგეთ, მაგრამ ამას ნუ მიიღებთ პიროვნულ წყენად. ჩვენც მოგვიგეს გერმანელებმა. ფეხბურთს არ აქვს მნიშვნელობა. ის ვერ შეუშლის ხელს მეგობრობას. უღმესი მადლობა ასეთი თბილი შეხვედრისათვის და ჩვენც შევეცდებით ასევე თბილად დავხვდეთ თქვენს პრეზიდენტს სლოვაკეთში“, - ანდრეი კისკამ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)